საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ თეიმურაზ ბერიძის ვიზიტი კანადაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ა.წ. 16-20 ივლისს, იმყოფებოდა სტატისტიკის მსოფლიო კონგრესზე კანადის ქალაქ ოტავაში, (64th ISI World Statistics Congress - Ottawa, Canada) სადაც გამოვიდა მოხსენებით თემაზე: “კვალიფიცირებული სამუშაო ძალაზე მოთხოვნა/მიწოდების - ტექნიკური და პროფესიული განათლება და მომზადება - გამოკვლევა, როგორც სამუშაო ბაზარზე ინფორმაციის დაგეგმვის ქვაკუთხედი“. (Occupational analysis of demand and supply of skilled labor – a cornerstone of comprehensive labor market information for TVET (Technical and Vocational Education and Training planning).  მოხსენებაში გამახვილებული იყო ყურადღება - კვალიფიცირებულ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა/მიწოდების, უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულების სიჭარბე და შესაბამისად კვალიფიკაციის შეუსაბამობა სამუშაო ადგილებთან, კვალიფიცირებული სამუშაო ძალის მიგრაცია უცხოეთში, სამუშაო ძალის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და სხვა საკითხებზე. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ კვალიფიცირებულ სამუშაო ძალაში უმუშევრობა უფრო მაღალია, ვიდრე არაკვალიფიცირებულ. ამის ერთ-ერთი ახსნა გახლავთ ის, რომ კვალიფიცირებული სამუშაო ძალა თანხმდება მხოლოდ მაღალ ანაზღაურებაზე, ხოლო დაბალკვლიფიცირებული დაბალ ანაზღაურებაზე.

თარიღი: 27/07/2023